Friday 8 May 2020

ინტერვიუ მანანა ქირიასთან - გაიცანი უფრო ახლოს ვიდრე იცნობ

მოგესალმებიით... ალბათ გაიგეთ რომ ჩვენს online
ჟურნალს ახალი რუბრიკა დაემატა "გაიცანი უფრო ახლოს ვიდრე იცნობ" და მე მერგო წილად დამეწერა ამ რუბრიკის პირველი სტატია , მე მარიამ ხუბუა დღეს გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც სიყვარულის, სიკეთისა და სითბოს განსახიერებაა.... ქალბატონი: მანანა ქირია რომელიც საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგი გახლავთ.
"მასწავლებელი - მშობლის ალერსით ამოქარგული ტკბილი ანბანი, მასწავლებელი - ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი."
მასწავლებელი – ეს მთავარი პირობაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ, მშობლები სკოლას ვირჩევთ, თუმცა, როგორი უნდა
იყოს კარგი მასწავლებელი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავადაც გვიჭირს. კარგი მასწავლებელი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს: მაგალითად ხანდაზმული ქალბატონი კეთილი გულით, ან უნივერისტეტის კურსდამთავრებული. რა თქმაუნდა ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი ერთმანეთზე უკეთესია და ყველა ძალიან მიყვარს. ისინი ჩვენთვის შრომობენ,გვიზარებენ ცოდნას და ა.შ. მასწავლებლობა ვფიქრობ, იმდენად საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომ ეს ყველას არ შეუძლია. გიწევს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისათვის, თუმცა ამის პარარელურად ძალიან ბევრი რამის სწავლება.
მსწავლებელი ის ფენომენია, რომლისგანაც მოსწავლე თემის გარდა სწავლობს ბევრს.
ქალბატონი: მანანა ქირია არის პედაგოგი, რომელიც მუდამ სიკეთეს, სითბოსა და პოზიტივს აფრქვევს. ჩემთან განსაკუთრებულად ახლოს დგას და არა მარტო ჩემთან. მისდამი ჩემი პატივისცემა დიდია. ხშირად მოსწავლეებს უჭირთ მასწავლებლისადმი ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, მანანა მასწავლებელი კი იმდენად უშუალო და კომუნიკაბელურია, , რომ მისდამი მოსწავლეების სიყვარული და ნდობა აურაცხელად დიდია.
"მასწავლებელი - რამ უნდა დაგვავიწყოს, ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა. ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი არა ჰყოლოდა."

ახლა კი შემოგთავაზებთ ქალბატონ მანანასთან ინტერვიუს...

1.ბავშვობაში გიტაცებდათ საბუნებისმეტყველო საგნები?

გულწრფელი უნდა ვიყო რა თქმა უნდა, ამიტომ გეტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ამ საგნების მიმართ არ მქონია.. ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და გეოგრაფია მიყვარდა.

2. რამდენი წლის იყავით როცა ჩვენს სკოლაში დაიწყეთ მუშოაბა?

სკოლაში ჩემი მოსვლაც შემთხვევით მოხდა. ასეც ხდება, როდესაც არ იცი, რისი კეთება გინდა ყველაზე მეტად და უცებ აღმოჩნდები იქ, სადაც არასდროს გიფიქრია მანდ ყოფნა.

3. რაიმე კურიოზსს ხომ არ გაიხსენებდით სკოლაში პირველად მისვლის დროს?...

კურიოზს რაც შეეხება; სკოლაში მუშობა მაშინ დავიწყე, როდესაც ყველა გარბოდა იქიდან. უხელფასობა, უშუქობა, გაყინული საკლასო ოთახები. მახსოვს, ბევრჯერ ჩემი ხელებში მომიქცევია პატარა , სიცივისგან მოკრუნჩხული ხელები და გამითბია .ალბათ ეს იყო კურიოზი, სამწუხარო, ოღონდ....

4. როგორი იყო ბავშვების დამოკიდებულება თქვენდამი როდესაც პირველად ჩაატარეთ გაკვეთილი?

ახალ მასწავლებელს ყოველთვის ინტერესით ხვდებიან მოსწავლეები. ჩემ მიმართაც, ალბათ ცნობისმოყვარეობას იჩენდნენ

5. როგორი ემოციებით მოემართებოდით სკოლისაკენ?

სიხარულით, მარი. სხვაგვარად შეუძლებელია სკოლაში მუშაობა. არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. იმდენად განსხვავებულია, ემოციურად დატვირთული, მაგრამ აქვე უნდა გითხრა, ძალიან რთული.



8 კლასის მოსწავლე: მარიამ ხუბუა


გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment