Wednesday 6 May 2020

იძულებითი არდადეგებისას მონატრებული სკოლის კედლები

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ყველას კარგად მოგეხსენებათ,
მარიამ ხუბუა
რომ გვიწევს სკოლის მოსწავლეებს ვიყოთ იძულებით არდადეგებზე. ადრე ნებისმიერი სახის დასვენების დღეები სკოლაში განსაკუთრებულად გვიხაროდა, მაგრამ ეს დასვენების უსაშველოდ დიდი დღეები სულაც არ გვიხარია- ეს არ არის ის ტკბობის დღები, რაც სტანდარტულად ხდება არდადეგებზე. სკოლა, საკლასო ოთახი, ბავშვები, მასწავლებლები და გაკვეთილები- ეს ის ყველაფერია, რაც ძალიან მომენატრა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩვენი თაობა მოხვდებოდა. თითქოს სხვა განზომილებაში ვართ. მიმდინარეობს გაკვეთილები დისტანცირად, ონლაინის მეშვეობით, მაგრამ ეს მინაცვლებს იმ
მონატრებას, რასაც სკოლის კედლები, სკოლის სუნი ჰქვია. თურმე ისე ვერ ვაფასებდით სკოლას, როგორც ეს საჭირო იყო...

დილით 8-ზე ადგომა, მომზადება და სკოლის გზაზს დადგომა- მენატრება... სკოლა, ეს დიდი შემეცნების კედლებია, საიდანაც ვერ გამოხვლა ცოდნის გარეშე... ამ კედლებში გიწევს 12 წელი იცხოვრო, რაც თავისთავად თავს გაყვარებს და გაჩვევს... ახლა კი ეს ყველაფერი მაკლია, ახლა ეს ყველაფერი მენატრება...
იცით კიდევ რა მომენატრა? აი გაკვეთილზე ზიხარ და უცებ გესმის ზარის ხმა, გადიხარ გარეთ, ხედავ ძალიან ბევრ მხიარულ, სიცოცხლით სავსე სახეს, რომლებიც სკოლის ეზოში ასე მრავლად არიან... დღეს კი ონლაინ გაკვეთილის შემდგომ ირგვლივ მხოლოდ სახლის კედლებია... კლასელებთან „ცოცხალი“ ურთიერთობები მომენატრა და ვასკვნი, რომ სკოლას, წიგნს და მეგობრებს,კლასელებს ვერ ჩაანაცვლებს გაყინული, მყატი საგანი- ტელეფონი/კომპიუტერი.
ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო... მოვა დრო როცა ისევ ჩავიკრავთ ერთმანეთს ძლიერად და არ გავუშვებთ ხელს, ეს იქნება დიდი გაკვეთილი ჩვენი ცხოვრების!
მარიამ ხუბუა, 8კლასი.







გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment