Wednesday 29 April 2020

ხალხის აზრი ტელესკოლასა და ონლაინ სწავლებაზე

როგორც იცით ამ იძულებითი კარანტინის დროს საქართველოს მთავრობისა და
მარიამ ხუბუა
განათლების სამინისტროს მეშვეობით ჩატარდა ღონისძიება ონლაინ სწავლება. იძულებით კარანტინის დროს გადავედით ონლაინ სწავლებაზე,რაც ზოგისთვის ცუდია,ზოგისთვის კი კარგი. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რას წერენ ჟურნალი BBC და საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიები ამ ონლაინ სწავლებაზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელე-გაკვეთილები ჩატარდება. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა სასწავლო პროცესის აპრილის ბოლოს განახლება ეჭვისქვეშ დააყენა – „ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ
სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.“ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების ახალ ფორმატს „ტელესკოლით“ იწყებს. ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. ახლა კი ვისაუბრებთ MICROSOFT TEAMS ზე განახლებული ინფორმაციით, იმ საჯარო სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მიიღეს რეკომენდაციები სკოლაში გამოყონ თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. Microsoft Teams — არის ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით დისტანციურად მყოფ თანამშრომლებს აქვთ ჩატში ურთიერთობის, თათბირების ჩატარების, ზარების განხორციელების და პროექტებზე გუნდური მუშაობის საშუალება მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება (მათ შორის სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში). ახლა კი ინტერვიუ მასწავლებელთან თუ რას ფიქრობდ ონლაინ სწავლებაზე. ჟურნალისტი-რას ფიქრობთ ონლაინ სწავლებაზე? მასწავლებელი-ჩემი აზრით ძალიან კარგია ონლაინ სწავლება,მართალია ჩვეულებრივ სწავლებასთან არაფერი არ არის, მაგრამ საერთოდ არ სწავლებას ეს ბევრად სჯობს.. ბევრთან მქონდა ინტერვიუ და თითქმის ყველასგან ასეთი პასუხი მივიღე. მე აზრთა სივრცის ერთ-ერთი ჟურნალისტი ვარ მარიამ ხუბუა,მინდა მეც გამოვხატო ჩემი აზრი ამ ონლაი სწავლებაზე.... ძალიან გულახდილი ვიქნები და გეტყვით რომ ეს ონლაინ სწაავლება დიდას არაფერია მოსწავლე ათასში ერთხელ შევა მაგრამ ეს მისთვისაა ცუდი ჩამორჩება განვლილ მასალას და შეიძლება იყოს იმის საშიშროება რომ ის კლასში ჩატოვონ.მე პირადად არის ისეთი მომენტები როცა ვერ შევდივარ გავკვეთილზე მიზეზების გამო მაგრამ მეორე დღესვე ვგებულობ თუ რა მოგვცეს და ვსწავლობ. იმეიდა მალე გადაივლის ეს ამბები და ყველაფერი კარგად დასრულდება!

მარიამ ხუბუა, 8კლასი.






გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment