Monday 20 April 2020

შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა - აზრთა სივრცე გირჩევთ

გამარჯობაა...
ალბათ გსმენიათ ჩვენს ახალ რუბრიკაზე: "აზრთა სივრცე გირჩევთ"....
მინდა გესაუბროთ და გირჩიოთ წიგნი რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში, შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა, არის წიგნი რომელიც გაფიქრებს იმ მთავარ შვიდ გრძნობაზე, რომელსაც ადამიანი კარგავს და ერთი გრძნობაღა რჩება... წიგნს და წიგნის ავტორი ბატონ: ნიკოლოზ ტოტოღაშვილს არა ერთი პრიზი მოუპოვებია წიგნი გახლავთ ლიტერატურული კონკურსის: გახდი ბესტსელერის ავტორი 2018 გამარჯვებული.


წიგნის მთავარი მიმოხილვა და შინაარსი...
ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს -- ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტო სულია...
და მაინც, ვინ არის ის?
ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალურად დამნაშავე -- თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარულით თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

ირაკლი გვასალია

გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment