Monday 20 April 2020

საბა - გართობა წიგნებით

გამარჯობა... მე ირაკლი გვასალია ვარ და მინდა გესაუბროთ ელექტრონული წიგნების ვერსიაზე "საბა"-ს აპლიკაციაზე. მოგეხსენებათ ამ კარანტინში გამო სახლიდან ვერ ვახერხებ გასვლას, არა და ძალიან მინდოდა ბიბლუსში მივსულიყავი და წიგნები მეყიდა, რა დროსაც ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ საბას აპლიკაცია
დაგეხმარება წიგნების სამყაროში გადაეშვა და წაიკითხო ის რაც გინდაო, მე მას დავუჯერე და გადავწყვიტე საბას აპლიკაცია გადმომეწერა ტელეფონში, რადგან ელექტრონულად შემძლებოდა სასურველი წიგნის წაკითხვა და გარეთაც არ დამწირდებოდა გასვლა წიგნის შესაძენად. დაახლოებით 6000-ზე მეტი უფასო წიგნია, ახლა კი უკვე 3 წიგნი გამოვიტანე და ელექტრონულად ვკითხულობ. მისი გამოყენებაც არაა რთული მხოლოდ სარეგისტრაციოდ დამჭირდა ჩემი ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლიათ სასურველი წიგნი წაიკითხოთ სრულიად უფასოდ ამ კარანტინის და თვითიზოლაციის დროს.

 ირაკლი გვასალია 

გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment