Monday 20 April 2020

დელირიუმი - აზრთა სივრცე გირჩევთ



გამარჯობა
ალბათ გსმენიათ ჩვენს რუბრიკაზე: ,,აზრთა სივრცე გირჩევთ”...
“დელირიუმი” გვიამბობს უსიყვარულო სამყაროზე. ერთი წამით, წარმოგიდგენიათ რა საშინელება იქნება ასეთი სამყარო? 17 წლის ლინა, მოუთმენლად ელის პროცედურის დღეს, მას განკურნება უნდა, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა, ალექსს გაიცნობს და ბიჭი რეალობას დაანახვებს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა, ლინაში უცნაური გრძნობა გაიღვიძებს, როცა, მას შეუყვარდება…
სიყვარული- ჰაეროვანი სიტყვა, რომელიც ცხოვრებას “ორ ნაწილად ხლეჩს”. მე თუ მკითხავთ, სიყვარული მართლაც დაავადებაა, ოღონდ კეთილთვისებიანი.
ის ჩაგადენინებს ყველანარ სიგიჟეს და სამუდამოდ გარდაგქმნის. სიყვარული განადგურებაცაა და გადარჩენის ერთ-ერთი ხერხიც. როცა შენ ამ დელირიათი ავადდები, ცამდე ბედნიერი ხარ. გრძნობ ცვლილებებს შენში. სიყვარული სისუსტეა. სიყვარული ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი გრძნობაა.

ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ მალე სიყვარულით განადგურებულები, მართლაც შექმნიან განკურნების საშუალებას, თავიანთი ტანჯვის გასაქრობად და სხვების ბედნიერების წასართმევად.განკურნება, ყველაზე სუსტებმა შექმნეს. მაგრამ, განა შეიძლება ეს აღმატებითი გრძნობა გააქრო? მაშინ, ხომ სრულიად არაფერი დარჩები? მაშინ, ხომ მხოლოდ მოსიარულე ხორცი იქნები. განკურნება შენ გართმევს არა მარტო სიყვარულს, არამედ ცხოვრებას. მოგეწონებოდათ, ისეთი სამყარო სადაც არავის უყვარხართ, სადაც მშობლები არ გეფერებიან, საყვარელი ადამიანები არ გიდგანან გვერდით, სადაც ყველა რობოტივითაა, სადაც ყველას სძინავს, სადაც ყველა შენ გვერდით მხოლოდ ვალდებულების გამოა, სადაც არ გაქვს თავისუფლება, უფრო სწორად, არაფრის უფლება არ გაქვს? სწორედ ასეთია ის სამყარო, რომელიც ლორენ ოლივერმა თავის წიგნში აღწერა.
კიდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები.მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როცა მას განიცდი და - მაშინაც, როდესაც ვერ გრძნობ. ამბობენ, რომ სიყვარულისგან განკურნება გაბედნიერებს და მისგან სამუდამოდ გიცავს. ამის ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ეჭვი არ შემპარვია. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მირჩევნია, თუნდაც ერთი წამით სიყვარულით დავინფიცირდე, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე ტყუილში ვიცხოვრო.
კვარაცხელია ანანო

გამოგვყევით აზრთა სივრცის Facebook გვერდზე

No comments:

Post a Comment